დიდი ილია ამბობდა: „მოვედი სამეგრელოში და საქართველო ვნახე.“
ქრისტეს დაბადებამდე, შეიძლება უფრო ადრეც, შავი ზღვის სანაპიროსთან არსებობდა კოლხა- კოლხეთი. კოლხეთის ბარის დასავლეთით მდებარეობს სამეგრელოს ცენტრი „ზუგდიდი“.(დიდი გორიდან“ ანუ „ზუბ-დან“). ზუბიდან პირველად მოიხსენიება XVII ს-ის დასაწყისში. ზუგდიდი მისი არსებობის დღიდან ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი და ქართველ მწიგნობართა მნიშვნელოვანი კერა იყო.
აღმოსავლეთის ომის დროს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს, მაგრამ ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორ გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი და ზუგდიდი გაათავისუფლა.
ზუგდიდიდან ცაიშის მიმართულებით, ცაიშის მაღლობიდან ხელმარჯვნივ კოლხეთის საოცრად ლამაზი სურათი იშლება. ამ სიმაღლიდან მკვეთრად მოჩანს ზღვისპირა სოფლების ვრცელი ზოლი და თუ მზიანი დარია, უთუოდ შევამჩნევთ შორს, დასავლეთიდან მოივლივე ზღვას, ის ზოლი კი ანაკლია-ჯურის მიდამოებია.
სწორედ ამ სივრცეში ზღვიდან 7-8 კმ-ის დაშორებით ერგეტასა და დიდინების სოფლებს შორის მდებარეობს სოფელი ორულუ. რაც შეეხება სოფლის სახელწოდებას ხალხში გავრცელებულია წინაპრებიდან, რომ,ორულუ ნიშნავს სარბენ ადგილს. („რულა“-- სირბილი, ხოლო ორულუ ის ტერიტორიაა,სადაც დარბიან).აქ დღესაც არ ღალატობენ ტრადიციებს და დღესასწაულებზე იმართება მარულა,ეს კოლხთა მოდგმის ძველთაძველი და ვაჟკაცური სპორტის სახეობაა.
სოფლის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია უნიკალური ნივთები.
ე.წ. „წყილონის გუბბაზე“, სადაც ამჟამად ჩემი ბაბუა ცხოვრობს, სოფლის მაცხოვრებლებმა სრულიად შემთხვევით იპოვნეს თიხის, ბრინჯაოსა და ვერცხლის ნაკეთობები. აღმოჩენილია მცირე ზომის ქანდაკება,რომელიც ინახება ზუგდიდის მუზეუმში.
ძირძველი ისტორიის მქონე ქართველი ხალხის წარსულზე მეტყველებენ ისტორიული ძეგლები, რომელიც ჩვენი კუთხის ტერიტორიაზეა, რაქართველოში დ ღირს მარტო დადიანების და ჩვენი ხალხის სიამაყე -დადიანების სახლ-მუზეუმი.
მე ამჟამდ ვცხოვრობ ქ. რუსთავში, მაგრამ როდესაც სამექართველოში გრელოში ჩავდივარ ვგრძნობ მის სუნთქვას,მესმის ხეთა და კოლხური ნიავის ქართველოში ჩურჩული,ქართველოში თითქოს მეუბნებიან: მობრძანდი, მოუთმენლად გელითო!